ელდარ კურტანიძის ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა. როგორც მისმა ადვოკატმა, ივანე მეფარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.

მისივე ინფორმაციით, ს საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის საქმეზე სხდომა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარე ელდარ კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

„პროკურატურა ედავება ოთხი მუხლით. ეს არის ძალადობა, ნივთის დაზიანება, შემაკავებელი ორდენის დარღვევა და საკუთრების მფლობელობის დარღვევა. 160-ე ახალი მუხლია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაემატა აღნიშნულ საქმეს. ბრალდებულის პოზიცია არის შემდეგი: ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი შვილები უსაფრთხო, კეთილ გარემოში ყოფილიყვნენ და ეცხოვრათ უზრუნველყოფილებს. სამართლებრივი საფუძვლები არსებობს იმისთვის, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული და ვითხოვთ გირაოს. არასაპატიმრო ღონისძიება არ შეუშლის ხელს მართლმსაჯულების განხორციელებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.