ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „გახარია საქართველოსთვის“ სიით მონაწილეობდა, განმარტავს რატომ არ ეთანხმება ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას.
Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში, ელგუჯა ხოკრიშვილი ასევე იმ რისკებზეც საუბრობს, რაც ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ბოიკოტს ან ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობას ახლავს.
ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებას:
„ჩემი პასუხი ყველა კომენტარს რა არგუმენტები გაქვს.
ავტორიტარულ სისტემებში საარჩევნო პოლიტიკის გაგებისთვის ბევრი მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი სისტემური ემპირიულ კვლევები არსებობს. ანუ ავტოკრატების სტრატეგიული საარჩევნო გადაწყვეტილებების შესახებ და მათ გავლენაზე პოლიტიკური სტაბილურობისთვის.
ამ გამოცდილების და საქართველოს სპეციფიკური რეალობის გათვალისწინებით მორალური უპირატესობის გარდა, არსებითად უფრო მეტი რაციონალური და პრაქტიკული არგუმენტი არსებობს, რომ ყველა მთავარი პროევროპული ოპოზიციური ძალები (2-3%-იანი ე.წ. “მომავალი სისტემური პარტიები” არ იგულისხმება) მიმართავდნენ სრულ ბოიკოტს, ვიდრე ნაწილი მონაწილეობას იღებდეს.
დელეგიტიმაცია და ერთმნიშვნელოვანი საერთაშორისო მესიჯი გადამწყვეტია: დემოკრატიული პრინციპების და ევროპული მომავლის დასაცავად – რომლებიც დღეს საქართველოში რისკის ქვეშაა – აუცილებელია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
სრული ბოიკოტი და პროტესტის ფორმები გზავნის მკაფიო მოთხოვნას:
· წინა საარჩევნო გარემო იმდენად ფუნდამენტურად დამძიმებულია (პოლიტპატიმრები, რეპრესიული კანონები და ა.შ.), რომ ვერცერთი ნამდვილი დემოკრატიული ძალა ვერ მიიღებს ამ მოცემულობაში მონაწილეობას
· „ქართული ოცნებას” არ მოუწვევია OSCE/ODIHR ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად – რაც აჩვენებს საერთაშორისო სტანდარტების სრულ უარყოფას ნიშნავს
· ევროპელ პარტნიორებს აღარ რჩებათ არგუმენტი: „ყოველ შემთხვევაში, ნაწილი ოპოზიციის მაინც მონაწილეობს” ( 2% ნაკლები მხარდაჭერის მქონე “სატელიტური ოპოზიციურ პარტიები” ყოლა ითვლება რეჟიმის სისუსტედ და ფაქტორი არ არის) დანაწევრებული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების შემთხვევაში „ქართული ოცნება” (ამის ბევრი მაგალითია) შეძლებს:
· მონაწილე პარტიების დემოკრატიული ლეგიტიმაციის „მტკიცებულებად” გამოყენებას
· ოპოზიციის დანაწევრებას და დასუსტებას („გონივრული ძალები” და „რადიკალები”)
· საერთაშორისო დაბნეულობის შექმნას იმაზე, თუ რა არის ამ არჩევნების რეალური მიზანი.
ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მოქალაქეების გაძლიერება ერთიანობით მნიშვნელოვანია. 70%-იანი პროევროპული მხარდაჭერის ფონზე ოპოზიციას აქვს თავისი ყველაზე ძლიერი რესურს ერთიანი ბოიკოტით:
· აძლიერებს გზავნილს, რომ მთელი დემოკრატიული სპექტრი არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიქვამს
· აქცენტი გადააქვს პროტესტსა და საერთაშორისო ადვოკატირებაზე
· ევროკავშირს და ცალკეულ ქვეყნებს უადვილდება სანქციების გამართლება.
რატომ არის საქართველოს სპეციფიკური გარემოებები ბოიკოტის სასარგებლოდ? სუსტია რეჟიმის მობილიზაცია:
· სხვა ქვეყნების მაგალითისგან განსხვავებით, „ივანიშვილის რეჟიმს” არ აქვს კლასიკური ავტოკრატიული მობილიზაციის რესურსები
· არც ნავთობის შემოსავალი ეკონომიკური გადანაწილებისთვის (რუსეთის სანქციების არიდების ფონზე გენერირებული და “ქოლცენტრებით” მობილიზებული რესურსები არ არის საკმარისი, ამიტომ განიხილავენ 3+3 და მსგავს ალიანსებში შესვლას). ამას ადასტურებს ფურცელზე გენერირებული ეკონომიკური ზრდა და პირველი 5 თვის სტატისტიკური მონაცემები (ეკ. ზრდის შემცირების ტემპის შემცირება, ბიზნესის უარყოფითი მოლოდინები, ბოლო კვლევებით მოსახლეობის არსებითი უმეტესობა ეკონომიკურ ზრდას უარყოფითად აღიქვავს, მათი ოჯახის მდგომარეობა ბოლო 2 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, თუ არ გაუარესდა) • მცირდება მხარდამჭერთა ბაზა (კვლევების თანახმად ოცნების მხარდამჭერთა 2/3 პროევროპულია და მოსახლეობა არსებითად ოპოზიციურად არის განწყობილი).
ოპოზიციას და სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვს ძლიერი მობილიზაციის რესურსი:
· ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – როგორც გარე ლეგიტიმაციის წყარო
· საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისთვის
· საერთაშორისო მხარდაჭერა და აღიარება
· უკვე მობილიზებული პროტესტის მოძრაობა – 200 დღეზე მეტი.
ბოიკოტის და პროტესტის რისკები არის საშუალო:
· ადგილობრივი ინსტიტუციური წარმომადგენლობის დაკარგვა
· რეჟიმის მხრიდან გზავნილი: „ოპოზიცია თავად უარს ამბობს დემოკრატიაზე“.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის მონაწილეობა ძალიან მაღალი რისკის შემცველია:
· მანიპულირებული სისტემის ნორმალიზაცია/ ლეგიტიმაცია
· ავტოკრატიული პრაქტიკების თანდათანობითი ნორმალიზაცია/შეგუება
· საერთაშორისო პარტნიორების დაბნეულობა და მოსალოდნელი შეგუება
· კრემლის ჩარევა არის გადამწყვეტი გეოპოლიტიკური რისკი, რომელიც საქართველოში სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს“, – წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.
