ელგუჯა ქავთარაძე: განადგურებამდე ვართ მისულნი. მეორეჯერ გვიღალატეს უკვე. გვესვრიან, გვკლავენ, მაგრამ არ მოვკვდებით (ვიდეო)

“უმძიმესი მდგომარეობაა, იქამდეა მისული უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, რომ საკუთარ პროფესორებსაც არ ხვდებიან… დღეს ფაკულტეტის შეკრება გვქონდა, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ განგაში, რომ მიუღებელია ეს დეფორმა და გვინდოდა, შემდეგ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა რექტორისთვის, რამდენიმე პროფესორი ჩავიდა რექტორთან, არ მიიღო – მივლინებაში ვარო! იქ იჯდა, წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაა?.. ზოგჯერ მეუბნებიან შენ რადიკალურად გამოდიხარო, არაფერი რადიკალურად არ გამოვდივარ, განადგურებამდე ვართ მისულნი. მეორეჯერ გვიღალატეს უკვე. გვესვრიან, გვკლავენ, მაგრამ არ მოვკვდებით. ამ ქალბატონს რა უნდა, არ ვიცი, თუ ხარ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი – დაუდექი უნივერსიტეტს, თუ არა და უნდა წავიდეს. სოხუმის უნივერსიტეტი ხომ მარტო საგანმანათლებლო არ არის, ეს ხომ სიმბოლოა, სიმბოლოა თავისუფლებისა, გაერთიანებისა” | ამბობს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ელგუჯა ქავთარაძე TV ფორმულას ეთერში