“ეკრანზე ორი ვირთხის აზრის გამო კარიერას არ დავასრულებ” – კრიშტიანო რონალდო კრიტიკოსებზე

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ რიო ფერდინანდის Youtube არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიტიკოსებზე და ექსპერტებზე ისაუბრა, რომლებიც ტელეეკრანიდან მასზე ლაპარაკობენ.
“ადამიანები რეგულარულად ხედავენ ცუდს, მაგრამ ყოველთვის ვერ ამჩნევენ კარგს. კარიერას არ ვასრულებ ეკრანზე ორი ვირთხის აზრის გამო. სამყაროს და ფანებს ვუყვარვარ. ეს არის ჩემი მოტივაცია, რადგან განვაგრძო ფეხბურთის თამაში.
არ ვიქნები უარესი ტელევიზორში ორი ადამიანის კრიტიკის გამო, რომლებიც არავინ იცის ვინ არიან”, – თქვა რონალდომ.