ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპის გამოსვლის შემდეგ ნავთობის ფასი შემცირდა – Reuters

Reuters-ის ცნობით, ნავთობის ფასი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე -ს პრეზიდენტის, ს გამოსვლის შემდეგ შემცირდა.
გამოსვლის დროს, ტრამპმა საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ და OPEC ნავთობის მაღალი ფასების გამო ში მიმდინარე ომზე არიან პასუხისმგებელნი.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი 56 ცენტით დაეცა, ანუ 0.74%-ით, და ერთ ბარელზე 74.88 დოლარს შეადგენს, ხოლო Brent-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 44 ცენტით შემცირდა, ანუ 0.56%-ით და ამჟამად ბარელზე 78.56 დოლარია.
OANDA-ს ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, კელვინ ვონგის თქმით, “ნავთობის ბაზარზე მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა მეტი არასტაბილურობა და ფასების ვარდნა ვიხილოთ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო ტარიფების პოლიტიკის გაურკვევლობით და აშშ-დან ნავთობის მომარაგების მოსალოდნელი ზრდით იქნება გამოწვეული”.