ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა ფართოვდება

მთავრობა ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობას აფართოებს. „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში შესული ცვლილებით, საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მიღება, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, შეეძლებათ:
· პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს;
· საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს;
· საქართველოს ბიზნესომბუდსმენს.
· ამასთან, საბჭოს წევრი იქნება არა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, არამედ მისი მოადგილე.
ამ დროისთვის საბჭოს წევრები არიან:
· საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე.
· საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი.
· საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი.
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი.
· საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი.
· საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი.
· საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − საბჭოს წევრი.
· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − საბჭოს წევრი.
· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − საბჭოს წევრი.