ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო, 2022 წლის შემდეგ, 6 ადგილით ჩამოქვეითდა – The Heritage Foundation

2023 წლის თებერვალში გავლენიანმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა The Heritage Foundation-მა 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო გასულ წელთან შედარებით 3 ადგილით დაწინაურდა და 100-დან 68.4 ქულით 32-ე ადგილზეა, თუმცა გაცილებით წინ იყო რეიტინგში საქართველო 2022 წელს, როცა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 26-ე ადგილზე იყო.
რეიტინგის სათავეში სინგაპურია 100-დან 83.5 ქულით, სამეულშია – შვეიცარია და ირლანდია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მეზობელ ქვეყნებზე წინაა. რეიტინგში სომხეთი 47-ე ადგილზეა 64.9 ქულით, აზერბაიჯანი – 70-ზე 61.6 ქულით, თურქეთი – 102-ზე, 1- 31-ზე 52 ქულით. საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორის ჩინეთი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 151-ე ადგილზეა. რეიტინგის ბოლო – 169 ადგილზე ირანია.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პირველად 1995 წელს გამოქვეყნდა და ზომავს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა საკუთრების უფლებები, სამთავრობო ხარჯვა და მონეტარული პოლიტიკა. ინდექსი ხშირად გამოიყენება როგორც აკადემიურ და სამოქალაქო სექტორში, ისე ბიზნესმენების, ინვესტორებისა და პოლიტიკური წრეების მიერ, რათა გაეცნონ და გაზომონ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური კლიმატი.
იმ ქვეყნების ოცეული, რომლებიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ლიდერობენ, ასეთია:
სინგაპური – 100-დან 83.5 ქულა;
შვეიცარია – 83.0 ქულა;
ირლანდია – 82.6 ქულა;
ტაივანი – 80.0 ქულა;
ლუქსემბურგი – 79.2 ქულა;
ახალი ზელანდია – 77.8 ქულა;
– 77.8 ქულა;
– 77.8 ქულა;
შვედეთი – 77.5 ქულა;
ნორვეგია – 77.3 ქულა;
ნიდერლანდები – 76.3 ქულა;
ფინეთი – 76.2 ქულა;
ავსტრალია – 73.1 ქულა;
სამხრეთ კორეა – 72.9 ქულა;
ლიეტუვა – 72.4 ქულა;
კანადა – 72.2 ქულა;
კვიპროსი – 71.5 ქულა;
გერმანია – 71.5 ქულა;
მავრიტანია – 71.4 ქულა;
ლატვია – 71.1 ქულა.

ასევე დაგაინტერესებთ