ეკონომიკის სამინისტრო – საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება

საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს ფუნქცია საქართველოს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადმოეცა.
„საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში.
22-ე მინისტერიალის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გაერთიანების ქვეყნებში განახლებადი ენერგიების განვითარებაზე, ენერგოეფექტურობისა და დეკარბონიზაციის ამოცანების შესრულებასა და ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, ერთი მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, გააძლიეროს ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოდაკავშირებადობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 2017 წელს გახდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან