ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად ფოსტის კანონპროექტი განიხილეს

ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად ფოსტის კანონპროექტი განიხილეს, რომელშიც ევროკავშირის ექსპერტი ალესანდრა ფრატინი მონაწილეობდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში, ფოსტის სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
ევროკავშირის ექსპერტის შეფასებით, კანონპროექტი ევროკავშირის კანონთან შესაბამისობაშია.
“განვიხილეთ ფოსტის კანონის პროექტი, რომელიც მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ მის მიერვე შემუშავებული ბოლო რამდენიმე პროექტის საფუძველზე. ჩემი ამოცანა იყო იმის მიმოხილვა, თუ რა სახის ხარვეზები აქვს კანონპროექტს ევროკავშირის კანონთან მიმართებაში და უნდა ვთქვა, რომ პროექტი შესაბამისობაშია. კანონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ელექტრონული კომერციის რეგულაციის ნაწილი, რადგან ის დაარეგულირებს ტერიტორიაზე საფოსტო და ამანათების მომსახურებას”, – განაცხადა ალესანდრა ფრატინიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის