ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან ახლოს ვართ პოზიციების დაახლოებასთან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინიციატივას, რომ ისინი მზად არიან განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დაიწყონ გაფართოების პროექტი.
მისივე თქმით, კომპანიასთან დიდ სტრატეგიულ ხედვის ნაწილში შეუთავსებლობა არ იყო, მაგრამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები, რომლებზეც დიალოგი კონსტრუქციულად მიდიოდა.
“თუ ყველაფერი შეთანხმებულია, ჩვენ მუშაობას კომპანიასთან გავაგრძელებთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წლებია ვსაუბრობთ კომპანიასთან და ძალიან ბევრი დეტალი იყო, სადაც თანხვედრაში პოზიციები არ იყო. ეს უფრო წვრილმანი დეტალები იყო, ეს დიდი სტრატეგიული ხედვის ნაწილში შეუთავსებლობა არ იყო, მაგრამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები, რომლებზეც დიალოგი მიდიოდა. მინდა გითხრათ, რომ კონსტრუქციულად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო აქტიურად და ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან ახლოს ვართ პოზიციების დაახლოებასთან. ამის შემდეგ თუ ყველა დეტალზე შევჯერდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ კომპანიას ხელს შევუწყობთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.