ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, რომელსაც ბრალად 2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია ედება, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
სხდომის დარბაზში იმყოფებოდა მიქაუტაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინა. მას თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.