ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და ღირებულების საკითხს უწყება, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაამუშავებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და ღირებულების საკითხს უწყება, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაამუშავებს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება. ჩვენი უწყებები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. დღეს ვერ გეტყვით, როგორი იქნება მხარდაჭერის ფორმა, თუმცა ამოცანა გასაგებია და ძალიან ლოგიკურია. ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ხელმისაწვდომ პირობებში მხარი დაუჭირონ საკუთარ ეროვნულ გუნდს, რასაც დიდი ხანი ველოდით. ჩვენ ეს დავალება უნდა შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტიანად, ხოლო როგორი იქნება მხარდაჭერის ფორმა, ამაზე რა თქმა უნდა, მოგვიწევს რამდენიმე დღე მუშაობა. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში დავამუშავებთ პრემიერის დავალების შესაბამისად საკითხს და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“,- განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის, დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება