ეკონომიკა დღეს დიდწილად გაჩერებულია. ფინანსური შემოსავლების ერთ-ერთი წყარო არის ის ძვირად ღირებული მანქანები, რომლებიც გადის საქართველოდან რუსეთში – ზურაბიშვილი

ეკონომიკა დღეს დიდწილად გაჩერებულია. ფინანსური შემოსავლების ერთ-ერთი წყარო არის ის ძვირად ღირებული მანქანები, რომლებიც გადის საქართველოდან რუსეთში – ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ადანაშაულებს.
ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ფინანსური შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების გაყვანაა.
„ჩვენი ეკონომიკა დღეს დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რომ რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომლებიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში. თითო მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს საქართველოდან გაყვანის. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს არის სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რომლითაც მმართველი პარტია დღეს კიდევ ინარჩუნებს რაღაც შემოსავლებს “, – ამბობს ზურაბიშვილი.