“ეკოლოგიურ მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერ მაინც იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქციის გამოყენება ურჩევნიათ,” – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate • ნოუბლ რიალ ისთეით-ის თანადამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, ქვეყანაში სამშენებლო ხარისხი გაგვეზარდა. ცხადია, ეკოლოგიური სამშენებლო მასალები მარტივად ხელმისაწვდმი არაა და კარგი იქნება, თუ ადგილობრივი საწარმოები დაინტერესდებიან.
“ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა პირდაპირ გვავალდებულებდა, რომ ქვეყანაში სამშენებლო ხარისხი გაგვეზარდა. ცხადია, ეკოლოგიური სამშენებლო მასალები მარტივად ხელმისაწვდმი არაა და კარგი იქნება, თუ ადგილობრივი საწარმოები დაინტერესდებიან და ამ მიმართულებას განავითარებენ. დიახ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტერესით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რომ დანერგონ და განავითარონ სტანდარტები, რომლებსაც თანამედროვე რეალობა მოითხოვს, თუმცა ასეთი კომპანიები საქართველოს ბაზარზე ბევრი არა, რადგან ზოგს იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქციის გამოყენება ურჩევნია, რომ მეტი მოგება მიიღოს,” – ამბობს მებაღიშვილი და ამატებს, რომ საუბარია საერთაშორისო სტანდარტებისა და სერტიფიკატების მქონე მასალებია, რაც უზრუნველყოფს, რომ არ შეიცავდეს მძიმე მეტალებს, ეკოლოგიურად მედეგებია და არატოქსიკური.
“ცხადია, ხარისხის გაზომვის სტანდარტი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამაზე ყველა კომპანიას წვდომა არა აქვს, მაგრამ ეს პროექტის თვითღირებულებაში უნდა შედიოდეს და ვცდლობდეთ მაღალი ხარისხის შენობების აშენებას,” – ამბობს მებაღიშვილი.