„ეკლესიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას როგორ არ ვხედავ, ოღონდ მთავარი მებრძოლია ხელისუფლება“ –

პარლამენტარი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე:
„ჩემი აზრით, მთელი ეს ისტორია სტალინის და მატრონას შესახებ არის მოფიქრებული ხელისუფლების მხრიდან და რომ დაინახეს სათანადო რეაქცია მაინც არ მოჰყვა და ეცოტავათ რეაქცია, ისევ შემოაბრუნეს და თვითონ გახდნენ მატრონას ჭირისუფლები. მთელ ქვეყანას ანერვიულებენ და საკუთარ მოქალაქეებს რეპრესიებით ემუქრებიან იმის გამო, რომ მატრონას და სტალინის სიწმინდე არ შელახონ. როგორ შეიძლება აქ გარდა ხელისუფლების პრობლემისა, მორწმუნეთა პრობლემა დაინახო. მგონია, რომ საერთოდ არავის ემახსოვრებოდა ეს ამბავი, არაფერი ამის შესახებ არ გვეცოდინებოდა, ხელისუფლებას რომ არ დაეგეგმა ეს კამპანია სტალინის და მატრონას შესახებ. ეკლესიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას როგორ არ ვხედავ, ოღონდ მთავარი მებრძოლია ხელისუფლება, რომელიც ჯერ კრებსებს აგროვებს სასულიერო პირებზე, მერე მათ აშანტაჟებს, მერე ამას აქვეყნებს და ასეთი ტიპის შანტაჟით ჯიბეში უზის სამღვდელოების დიდი ნაწილი. ამაზე დიდი ზეწოლა ეკლესიაზე რა უნდა იყოს?! ვიღაცამ რომ მატრონას ხატს რაღაც შეასხა, ბევრად ნაკლები ბრძოლაა და არ გამოვრიცხავ, ესეც ხელისუფლებასთან ყოფილიყო შეთანხმებული“

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა