“ეკლესია არის ხალხი… რომ ცოდნოდათ, რომ ხატზე სტალინი იყო მიხატული, აუცილებლად თავიდანვე შეიტანდნენ შენიშვნას” – სამების იღუმენი

სამების იღუმენი გრიგოლი ამბობს, რომ ხატზე სტალინის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, სხვა შემთხვევაში აუცილებლად შეიტანდნენ შესწორებას.
ეკლესია არის ხალხი და შესაბამისად, ხალხის აზრს ითვალისწინებს ეკლესია. რომ ცოდნოდათ, რომ ხატზე სტალინი იყო მიხატული, აუცილებლად თავიდანვე შეიტანდნენ შენიშვნას. ხატმწერი ნამდვილად არ ვიცი ვინაა. აშკარად ქართველი ხატმწერია. იცით რა, ზოგს უყვარს სტალინი, არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ზუსტად ვინ არიან ახლა მე არ ვიცი, მაგრამ რომ ვთქვა, არ უყვართ-თქო, გამომივა ტყუილი. ყველა ადამიანს ხომ თავისი შეხედულება გააჩნია ყველაფერზე”, – ამბობს სამების ტაძრის იღუმენი.
სადავო ხატი ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საპატრიარქო არ ამბობს, რა ვადა მისცეს ირმა ინაშვილს და დავით თარხან მოურავს შეცდომის გამოსასწორებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება