“ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ…“ – ნინი შერმადინი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მომღერალი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ
საქართველო ჩვენია და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!

“როგორც ქართველი, მძიმედ განვიცდი, როგორ ითელება ჩვენი ქვეყნის ღირსება და მომავალი. ძალადობა, ზეწოლა და უსამართლობა სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა, რასაც სულ ვაპროტესტებდი და კვლავ ვაპროტესტებ! ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვოცნებობდით – ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის ფასეულობაა. ეს ის მომენტია, როცა უბრალოდ ვერ ვჩუმდები… მაპატიეთ… ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ…

ჩემი საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ძალადობა აღარასდროს იქნება ძალაუფლების ინსტრუმენტი. დღეს თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ის პრინციპები, რაც ჩვენს ქვეყანას ამაყ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს. საქართველო ჩვენია, და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!

საქართველოს გაუმარჯოს!

პ.ს ყველა უცენზურო კომენტარი წაიშლება. მე არ გლანძღავთ მაშინაც კი, როცა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასე რომ, თავი შეიკავეთ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია