ეკლესიაში ფაშინიანზე თავდასხმას ეცადნენ – სომხური მედია

სომხური მედიის ცნობით, ერევანში, წმინდა ანას ეკლესიის ეზოდან პოლიციის განყოფილებაში სამი მოქალაქე გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადა.როგორც „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური აცხადებს ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით, ორი ადამიანი   „ხულიგნობისა და თანამდებობის პირის კანონიერი სამსახურებრივი და პოლიტიკური საქმიანობაში ჩარევაზე არიან ეჭვმიტანილი“.ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკ გვერდზე გავცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტი ეკლესიაში მაშინ მოხდა, როდესაც ის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და სხვა თანამდებობის პირების თანხლებით მსახურების დასრულების შემდეგ გასასვლელისკენ მიემართებოდა. იქვე მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ კი მიმართა ფაშინიანს – „ასე ნუ მიყურებ,“რის შემდეგაც მისკენ ხელით მკვეთრი მოძრაობა გააკეთა.  ფაშინიანმა მის თანმხლებ პირებს მოუწოდა, არ გამოეხმაურონ და ჟესტით სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა