ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს სკოლას ესტუმრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკას უახლესი ლიტერატურა, ასამდე წიგნი გადასცეს.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებლის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, „ეკვილიბრიუმი“ სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას აგრძელებს.
„ეს არის 1800-ე სოფელი, სადაც წიგნები ჩავიტანეთ. „ეკვილიბრიუმი“ აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას“, – აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.