ეკვადორში 18 მილიონ ადამიანს ელექტრომომარაგება შეუწყდა

ეკვადორში 18 მილიონ ადამიანს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
19 ივნისს მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მომარაგება შეწყდა. შუქის გარეშე დარჩა მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურები, საავადმყოფოები და დედაქალაქის მეტროპოლიტენი. გზებზე შუქნიშნების გათიშვის შედეგად საცობები წარმოიქმნა.
ეკვადორის სრულ მოსახლეობას ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა დღის განმავლობაში მოუწია. საღამოს ენერგეტიკის მინისტრმა, რობერტო ლუკემ თქვა, რომ ქვეყანაში ელექტრომომარაგება 95%-ით აღდგა.
ეკვადორი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ელექტროენერგიის კრიზისს განიცდის. ქვეყანას არ აქვს ელექტროენერგიის საკმარისი გენერაცია, ასევე სფეროში არ არის უცხოური ინვესტიციები.