ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ცოცხალი ეთერის დროს, შეიარაღებული პირებმა თავდასხმა განახორციელეს სატელევიზიო სტუდია ТС-ზე.
ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება.
არხის თანამშრომლები მიკროფონებს მოაშორეს, იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.
ეკვადორში 8 იანვარს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის ციხიდან გაქცევის და გაუჩინარების გამო. დედაქალაქ კიტოსა და გუაიკილის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ტელეცენტრის შენობიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებული იქნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ხელი მოაწერა განკარგულებას „შიდა შეიარაღებული კონფლიქტის“ გამოცხადების შესახებ და რამდენიმე კრიმინალურ ჯგუფს უწოდა „ტერორისტული“ და „არალეგალური“.
გუაიაკილის უნივერსიტეტმა გამოაცხადა ადმინისტრაციული და აკადემიური მუშაობის დროებითი შეწყვეტის შესახებ მთელ ქვეყანაში სოციალური არეულობის გამო.
საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა ნობოამ გამოაცხადა 7 იანვარს „ჩონეროსის“ დაჯგუფების მეთაურის უმაღლესი უსაფრთხოების ციხიდან გაუჩინარების შემდეგ.
ამის შემდეგ დამნაშავეთა ჯგუფმა მოახერხა შვიდი პოლიციელის გატაცება.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პატიმარი, მეტსახელად ფიტო, რომლის ნამდვილი სახელია ადოლფო მაკიას ვილამარი, აღარ იმყოფებოდა თავის საკანში კვირა დილით, როდესაც პოლიცია მივიდა მის გასაყვანად იმავე ციხის კომპლექსის სხვა საკანში.
9 იანვარს, დილით, ორმოცმა პატიმარმა მოახერხა გაქცევა სხვა ციხიდან, ქალაქ რიობამბაში. მათ შორის იყო “ნარკობარონი”, იუწყება ბი-ბი-სის კორესპონდენტი ეკვადორში.
ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებასა და ციხიდან გაქცევას შორის შესაძლო კავშირი ამ დროისთვის გაურკვეველია. თუმცა, რაც მოხდა, აშკარად მიუთითებს, რომ ეკვადორში უსაფრთხოების ვითარება კვლავ გაუარესდება.