ეკვადორის ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, პრეზიდენტმა ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ტელეკომპანია TC Televisión-ის სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირების ჯგუფი შეიჭრა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა “შიდა შეიარაღებული კონფლიქტის” მდგომარეობა გამოაცხადა.
პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია.
მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა.
პოლიციის მეთაურმა, სეზარ ზაპატამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც შეიარაღებულ პირებს თან ჰქონდათ და რომ 13 ადამიანი დააკავეს.
„ეს არის ქმედება, რომელიც ტერორისტულ აქტად უნდა ჩაითვალოს“, – აღნიშნა პოლიციის მეთაურმა.
ცნობისათვის, ეკვადორში, ციხეებში ძალადობის ახალი აფეთქების ფონზე, კრიმინალურმა ჯგუფებმა ტერორის ტალღა წამოიწყეს.
ტელეკომპანიაზე თავდასხმის შემდეგ, ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ გამოსცა ბრძანება ნარკოტრეფიკინგში ჩართული 20 დაჯგუფების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების შესახებ და ეკვადორის სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მათი ნეიტრალიზაციის უფლება მიანიჭა. ერთი დღით ადრე კი ნობოამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება