ეკვადორის საზღვართან პერუ სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს

პერუ ეკვადორის საზღვართან სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს, – ამის შესახებ განცხადებას პერუს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიქტორ ტორეს ფალკონმა გასცა ბრძანება, რომ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, ეროვნული პოლიციის სპეციალური ოპერაციების დირექტორატის კონტინგენტი ეკვადორის საზღვარზე დაუყოვნებლივ განლაგდეს“, – ნათქვამია პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პერუს ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკვადორში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პერუს პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ტელევიზიაში შეიარაღებული დაჯგუფების შეჭრის შემდეგ ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა.