ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს

ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო პინეიდა მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი და მისი მეუღლე ეკვადორში, ხორცის მაღაზიის წინ ჩაცხრილეს. პინეიდა წარსულში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა და ამის შესახებ სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა.
მარიო ეკვადორის ნაკრების ღირსებას 2015/2021 წლებში იცავდა, რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, იგი სხვადასხვა დროს “ინდეპენდიენტეს”, “ფლუმინენსესა” და “ელ ნასიონალის” ღირსებას იცავდა, ბოლოს კი “ბარსელონა SC”-ში ასპარეზობდა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }