ეკვადორიდან იმპორტირებულ ბანანს რუსეთში შეზღუდვა უწესდება – მიზეზი ქოლერის გადამტანი ბუზია

ეკვადორიდან იმპორტირებულ ბანანს რუსეთში შეზღუდვა უწესდება – მიზეზი ქოლერის გადამტანი ბუზია

ეკვადორიდან იმპორტირებულ ბანანს რუსეთში შეზღუდვა უწესდება. მიზეზი მწერი: ე.წ კუზიანი ბუზია. Россельхознадзор-მა 5 თებერვლიდან ეკვადორის 5 საწარმოდან ბანანის ქვეყანაში შეტანა შეზღუდა.
კუზიანი ბუზი ქოლერის გადამტანია, ის აზიანებს არა მხოლოდ ბანანს, არამედ ფქვილს, სოიას, კარტოფილს და სხვა პროდუქტებს.
გარდა ამისა, Россельхознадзор შეშფოთებულია ევროკავშირის ქვეყნების მეშვეობით სთვის ეკვადორული მიხაკების მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებით. კერძოდ, საუბარია ნიდერლანდებზე, გერმანიაზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე. სააგენტომ ამ ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს მიმართა, რომ 9 თებერვლიდან შეწყვიტონ ამ მცენარეების სერტიფიცირება მათში დასავლური ყვავილოვანი ტრიპსის აღმოჩენის გამო.
Россельхознадзор-ი აცხადებს, რომ თუ რუსეთში დაბინძურებული ყვავილების მიწოდება გაგრძელდება, შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვა სახის ყვავილების იმპორტის აკრძალვა.

ასევე დაგაინტერესებთ