“ქალბატონი ეკა, 62 წლის და მე 40-ის, მაგრამ ხომ კარგად გამოვიყურებით?” – ამბობს მომღერალი ნინი ბადურაშვილი და დედასთან, ეკა კახიანთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
დედა-შვილი მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, ამაზე კი განსაკუთრებით მათი განწყობა მოქმედებს – ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე – ნინი ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს სპორტდარბაზიდან, დიდ დროს უთმობს ვარჯიშსა და თავის მოვლას. ეკა კახიანი კი საკუთარ ვიზუალს მეტწილად გენეტიკას მიაწერს, თუმცა იცავს ერთ ოქროს წესს, რომელიც ბებიისგან ისწავლა – არ მიირთმევს 5 საათის შემდეგ:
· “შეიძლება უფრო იღბლიანი ვყოფილიყავი? არა!” – ეკა კახიანის დაუვიწყარი მოგზაურობა დუბაიში ქალიშვილებთან ერთად
“ღამე ორგანიზმი ძალიან ბევრს მუშაობს. ძილის წინ რომ იკვებება ადამიანი, ძალიან დიდი ენერგია სჭირდება ორგანიზმს, რომ აღიდგინოს ძალა. აღნაგობა, რომელიც გაქვს, არის გენეტიკა და თუ მოუვლი, იქნები კარგად. მე ვვარჯიშობ, არ ვეწევი, არ ვსვამ… ფეხით ნაკლებად დავდიოდი, ამ ბოლო დროს დავიწყე და თურმე ძალიან კარგი ყოფილა”, – ამბობდა ეკა კახიანი.




