ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში გაურკვეველი სტატუსის შეიარაღებული ადამიანები იმყოფებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში გაურკვეველი სტატუსის შეიარაღებული ადამიანები იმყოფებიან.
ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ამ შენობაში ისტორიას არ ახსოვს ამდენი შეიარაღებული ადამიანის ყოფნა. გაურკვეველია იმ ადამიანების წარმომავლობა, რომლებიც დღეს იარაღით იმყოფებიან ამ შენობაში. არავის აქვს ამის უფლება. ეს არ არის სპეციალური დაცვის სამსახური, ეს არის გაუგებარი ხალხი, რომელიც სპეცრაზმის ფორმებში არიან. არიან პოლიციები, რომლებიც გადაცმულები დადიან იარაღით, მათ ამის არანაირი უფლება არ გააჩნიათ“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ