„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე:
ქოცო,
თქვენში ხომ ასეა, თუ ვინმეს ფეხი დაუცდა ქოცური რიგებიდან, ის ადამიანად აღარ მიგაჩნიათ..
ის მოგწონთ,”რაც მამას მოსწონს”..
ამდენი თავისუფალი ადამიანის ერთობას ხომ ვერ წარმოიდგენდი?!
გულის კუნჭულში სულ ელოდი გატეხილ, დაბეჩავებულ პატიმარს…სულ გეგონა, რომ ერთი სინდისის პატიმრის მშობელი მეორე პატიმრის დედას ვერ გაამხნევებდა, დარდს ვერ გაითავისებდნენ, საკუთარი სევდის მატარებლები სხვას ვერ ანუგეშებდნენ..
რა თქმა უნდა, ასე გეგონა.. ამიტომ ხარ ქოცი.. რიჟვაძის ნატყვიარი აღარც გახსოვს და იმას როგორ წარმოიდგენდი, რომ ამდენი პატიმრიდან ერთი არ გატყდებოდა და “იმედზე” ამ გატეხილი კაცის სინანულით ვერ დატკბებოდი?!