ეკა ხერხეულიძე: ქოცებო, თქვენ რომ 12 წელი ოპოზიციაში ყოფნას გაუძლებთ, მერე მინდა გესაუბროთ ცხოვრებაზე

“12 წელია ოფისებში გვივარდებიან,
გვარბევენ,
გვაპატიმრებენ,
ოჯახებს გვიწიოკებენ,
გვდევნიან,
დეპუტატსაც კი გული გაუხეთქეს,
მაგრამ,
ენმ ვართ და ვიქნებით..
ქოცებო, თქვენ რომ 12 წელი ოპოზიციაში ყოფნას გაუძლებთ, მერე მინდა გესაუბროთ ცხოვრებაზე,” – წერს პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.