ეკა ხერხეულიძე: თუ მადლობაზე მიდგა საქმე, მადლობაც ს ეკუთვნის, საკუთარ მკერდზე მიღებული იმ ჭრილობებისთვის, რაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის რეალური საფრთხეა

“როცა შენს მიჩმორებას ცდილობენ, ერთადერთი სწორი საქციელია, არ მიჩმორდე.
მორჩა…
ეს გამბედაობა აქვს ცოტას და ამით არიან გამორჩეულები.
დანარჩენი უმრავლესობა, ხანდაზმული სიცოცხლის ბოლომდე კამათობს რას იზამდნენ “იქ რომ ყოფილიყვნენ”..
იმიტომ დგას ახლა ფეხზე და იმიტომ იჭყლეტენ ტვინებს დიდი სახელმწიფოები საიდან შემოუარონ, რომ მორჩილებას წინააღმდეგობა არჩია.
ებრძვის ყველაზე ბოროტ ძალას საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვისთვის და სხვების უსაფრთხოებისთვის. ეს არის უკრაინის უპირატესობა, დანარჩენ სამყაროზე.
თუ მადლობაზე მიდგა საქმე, მადლობაც უკრაინას ეკუთვნის, საკუთარ მკერდზე მიღებული იმ ჭრილობებისთვის, რაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის რეალური საფრთხეა, მაგრამ მხოლოდ იქ კვდებიან,
იქ წირავენ სიცოცხლეს,
იქ აკავებენ კაცობრიობის მტერს.
დიდება უკრაინას!” – წერს სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა