ეკა ხერხეულიძე: თორნიკე თოშხუა მ ე თ ვ რ ა მ ე ტ ე დღეა შიმშილობს. საპატიმროდან გამოგზავნილი მისი წერილი ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას

ნაცმოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე: 
თორნიკე თოშხუა მ ე თ ვ რ ა მ ე ტ ე დღეა შიმშილობს. საპატიმროდან გამოგზავნილი მისი წერილი ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას
****
“მე -17-ე დღე – წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო და მართლაც საოცარი ძალა ჰქონია წყალს.
წესით გუშინ ყაზბეგის მარათონის 35 კმ-იანი ფინიშის ხაზი უნდა გადამეკვეთა, მაგრამ გეგმები შემიცვალეს და შიმშილობის მარათონის მონაწილე აღმოვჩნდი, ესაც არანაკლები გამოწვევაა.
მხოლოდ თავისუფლების უსამართლოდ აღკვეთისადმი შეუგუებლობა ამ გზის გავლას ვერ შემაძლებინებდა, რუსთაველზე დგომაში ჩამოყალიბებულმა დისციპლინამ მომახერხებინა ეს.
რუსთაველის პროტესტიდან გამოყოლილი ენერგია აქაც მაძლიერებს, იქ შეკრებილი ხალხის თვალებში დანახული ხალხის სიმართლე მაძლიერებს, საქართველოს თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის დაცემული გმირების ხსოვნისადმი პასუხისმგებლობა მაძლიერებს. ნოემბერ დეკემბერში ფორმიანი სადისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტანტების დალეწვით გამოწვეული ბრაზი მაძლიერებს. თვალებში ჩაღვრილი ჰემატომის გამო ფიზიკური ტკივილი არ განმიცდია, მაშინ გული მეტკინა რომ სამართალდამცველის მანტია მოსხმული ქართველი მისი თანამემამულის სისხლის ნადირივით დალევას ცდილობდა.
ხვალ და ზეგ ბიჭების დასკვნითი პროცესებია, როგორც არ უნდა ეცადოს რეჟიმმა ამ ბიჭების სიმართლის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების კონკრეტული ციფრებით აწონვა, მათი სამშობლოსადმი სიყვარულს ვერაფრით გააუფასურებს.
გარეთ ყოფნისას მუდმივი მოლოდინი მქონდა ციხეში მყოფი ჩვენი ბიჭების მხრიდან დაძახებული სოლიდარობის ხმა გამეგო იმ პატიმრის მიმართ, რომლის შესახებაც რეჟიმმა რუსული სპეცსამსახურების დახმარებით, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურია, მტრის ხატი შექმნა, მიზანმიმართულმა პროპაგანდამ ისეთ სტიგმად აქცია მისი პერსონა, რომ დღესაც ბევრი პროტესტის მონაწილე კეთროვანივით ერიდება მისი სახელის ხსენებას. ეხლა თვითონვე ავისრულებ სურვილს და მე როგორც პატიმარი სოლიდარობას ვუცხადებ და თავისუფლებას ვუსურვებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
სანამ ყველა არ გავერთიანდებით ერთის წინააღმდეგ, მანამდე ძალა არ გვეყოფა გასამარჯვებლად, ყოველი ჩვენი აქტივობა და მოქმედება დარჩება წინააღმდეგობის გაწევის მორიგ უშედეგო მცდელობად, გამარჯვების გარეშე.
თუ შენ აღიარებ რომ საქართველოს ინტერესების მტერია ბიძინა, მაშინ ბიძინას წარმოსახვაში ვინაა მისი საპირწონე მოწინააღმდეგე და ყველაზე დიდი თავისტკივილი? პასუხი უმარტივესია, თავისუფლებაზე მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი – ბიძინას სიზმრების კოშმარი.
ვინც როგორც არ უნდა აღიქვას ჩემი აზრები, ის სიმართლეა და მე ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ციხეში კი არა, ჯოჯოხეთშიც წელგამართული შევალ.
ვერავინ მიმითითებს და არავისზე ნაკლებად არ მახსოვს იმ დროს ძალადობრივი გადაცდომები, მაგრამ საქართველოს ისტორიაში უკვე წერია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თ გადააბარა ძალაუფლება, მაშინ როდესაც სრულიად ურეგალიო რუსმა ოლიგარქმა მე-4-ე ვადითაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების უზურპაცია.
როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტს და შენს ქვეყანას აბრალებენ რუსეთთან ომის დაწყებას და ამ დროს შენ პოზიციას ვერ აფიქსირებ, პროცესი დაზიანდებაო, რეალობას აბსოლიტურად მოწყვეტილი ხარ და ცოტა ხნით პირადი გვერდით გადავდოთ ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი.
01.09.2025 თორნიკე თოშხუა არ დათმო. “