ეკა ხერხეულიძე: ეს უფლება არ გამოუყენებიათ არც მკვლელების მიმართ, არც პედოფილების მიმართ, არც ჯაშუშების მიმართ, მაგრამ გამოიყენეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე:
,,ერთადერთი ადამიანია , ვის მიმართაც შთანთქმის პრინციპი არ მოქმედებს. ერთადერთია, ვის მიმართაც მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და 4 წელი დაუმატეს.
ეს უფლება არ გამოუყენებიათ არც მკვლელების მიმართ, არც პედოფილების მიმართ, არც ჯაშუშების მიმართ, მაგრამ გამოიყენეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.
მაღალი პოლიტიკური გემოვნების მქონე “საზოგადო მოღვაწეებს” მორიდებით ვკითხავ-არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი?”