ეკა ხერხეულიძე: ანი ნადარეიშვილი ბოლშევიკებისგან დევნილი და დახვრეტილი წინაპრების შთამომავალია. მის დიდ ოჯახს უკავშირდება აფხაზეთის დაცვა. სამშობლოს სამსახური ერთ და ორ თაობას არ ითვლის

ნაცმოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე:

ანი ნადარეიშვილი ბოლშევიკებისგან დევნილი და დახვრეტილი წინაპრების შთამომავალია. მის დიდ ოჯახს უკავშირდება ს დაცვა. სამშობლოს სამსახური ერთ და ორ თაობას არ ითვლის. ასე მოსდგამს და ანიც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას. სულ მენანება ჩვენი ისტორიის ნამდვილი ამბების გაფლანგვა, ამიტომ, ანის და ბაჩოს შვილს, 12 წლის კესოს ვთხოვე შარშან ჩაეწერა ანის 92 წლის ბებია ალექსანდრა შენგელაია და გაეხსენებინა მათ სახლში ილია ჭავჭავაძის სტუმრობის ამბავი.

მთხრობელი გახლავთ მერი შერვაშიძის ულამაზესი ქალიშვილი ალექსანდრა(ანის ბებია) და მოსაუბრე მისი შვილთაშვილი კესო. კესო როგორც ამ ვიდეოში საუბრობს რუსულად, ასევე საუბრობს მშობლიურ ენაზე და უცხო ენებზეც. სულ პატარა იყო 6 თვის ბაჩო რომ დაიჭირეს, 10 წელი მამას არ იცნობდა, გუშინ ისევ განუახლდა ტკივილი და ახლა გაასმაგებით მიიღო დევნა, დედაც და მამაც გამოკითხვაზე წაიყვანეს. თან, ისე, რომ ანი წელს გადატანილი დიდი ტკივილის გამო სახლიდან არ გადის (ახალგაზრდა ძმა გარდაეცვალა) და თურმე “იარაღის არსენალის” შესახებ ჰქონიათ მასთან კითხვები.

დრო გავა და ამ ამბავს უკვე კესო მოუყვება მის შთამომავლობას. მანამდე ტროლებმა გაიცანით ანის ოჯახი.

Screenshot

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ