ეკა ხერხეულიძე: ამ საქმისთვის ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და დღეს ის უნდა მიკვირდეს, რომ შენობის კარი დაუხურეს?!

“პაატა ბურჭულაძისთვის იმიტომ კი არ წაურთმევიათ სცენა, რომ მისი “ბანი” დააყენეს ეჭვქვეშ, სიმართლის ბანით თქმის შეეშინდათ, რომელსაც სცენიდან აუცილებლად წარმოსთქვამდა იუბილარი-თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!
ეს შიში დროში გამოწრთობილია. ბევრჯერ ეტკინათ მისი მხრიდან მართალი სიტყვით მიყენებული ჭრილობები და ამიტომ გაუნადგურეს ყველაზე კეთილშობილური პროექტი “იავნანა”, რაც ნამდვილ ზეიმად იქცა და უნიკალური შესაძლებლობა გახლდათ ერთის მხრივ, ქართველი ხალხი ზიარებოდა მაღალ ხელოვნებას და მეორეს მხრივ, ქველმოქმედებით მიღებული შემოწირულობებით უსახლკაროებს საკუთარი ჭერი ღირსებოდათ.
ამ საქმისთვის ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და დღეს ის უნდა მიკვირდეს, რომ შენობის კარი დაუხურეს?!
ამის ჩამდენები სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, ევგენი მიქელაძის გამანადგურებელი ბოლშევიკების მემკვიდრეები არიან, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ.
მთავარი ისაა, რომ მათი მხრიდან ჩადენილი სიმდაბლე სახალხო ზეიმად შეგვიძლია ვაქციოთ და ხალხის გულებით გამთბარ დედაქალაქის მთავარ მოედანზე ვუმასპინძლოთ დიდ ხელოვანს.
როგორც ტოლსტოი იტყოდა-ხელოვნება არის ადამიანური საქმიანობა, რომლის მიზანია, სხვებს გადასცეს უმაღლესი და საუკეთესო გრძნობები.
ჰოდა, გელით რუსთაველზე
Paata Burchuladze იდღეგრძელეთ, ძვირფასო❤️” – წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში. 
News.ge უერთდება მილოცვას. მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს იუბილეს ულოცავს, საუკეთესო სურვილებით!
ცნობისათვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მსოფლიო ბანს, საიუბილეო კონცერტის ჩატარებისათვის დარბაზი არ გამოუყო.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია