“ფაქტიურად პირველი შემთხვევაა, როცა #საქართველოს #ღირებულება აქვს #დაკარგული გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პოლიტიკაში. #ევროკავშირის_საბჭომ გაფართოების შესახებ 2024 წლის გადაწყვეტილების თანახმად – ბალკანეთი, უკრაინა და მოლდოვა მყარი გარანტიებით გაწევრების პროცესშია. თურქეთი და საქართველო – არა. თურქეთი მთავარი პარტნიორიაო მაინც. საქართველო კი არაფერში არ არის… აი ადამიანი – არავის არც ერთ კონტექსტში რომ არ სჭირდება, სარგებელიც რომ არ აქვს, მისიაც რომ არ აქვს, დანიშნულებაც რომ არ აქვს – აი ასეთად ვიქეცით რეგიონში…


არასდროს, არასდროს ასეთი უფუნქციო და უსარგებლო არ ყოფილა საქართველო… იმ აღმოსავლეთსაც იმიტომ აინტერესებდა მცირედით მაინც საქართველო რომ კავშირს წარმოადგენდა ევროპასა და ცივილიზაციასთან… ამიერიდან მალე მივულოცავ რეგიონში #სომხეთს ყველა ბერკეტისა და ხაზის ხელში აღებას… ჩვენ კი “ვემსახუროთ” უდიპლომოებს, მილიონრებს, მოძალადეებსა და რუსებს…” – წერს სოციალურ ქსელში ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე, ეკა ქარდავა.