ეკა ქარდავა: …არ იყო მხოლოდ რუსეთი და ბელორუსი. დიახ. დღეს ოლიმპიადაში, ხვალ მსოფლიო პოლიტიკაში ვერ იქნებიან

“#️პარიზმა სრულად ახალი კონცეფცია შესთავაზა მსოფლიოს #ოლიმპიადიაზე. უნიკალური იყო:
✅️არ იყო მხოლოდ სპორტის იდეა, არამედ თავისუფლებისა და სოლიდარობის.
✅️არ იყო ერთ განსაზღვრულ ადგილას, არამედ მთელს ქალაქში.
✅️არ იყო მხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყალზეც.
✅️ იყო ისტორიის პატივისცემაც, ასევე იყო ისტორიის კრიტიკა და წარსული, რომელიც დაამარცხეს და ახალი ააშენეს.
✅️იყო ქალთა და შშმ პირთა თანასწორობის ხაზგასმა.
✅️იყო ფერადკანიანთა თანასწორობის ხაზგასმა. დედამიწაზე ყველა ადამიანია.
✅️იყო ხაზგასმა იმისა რომ მოქალაქეა არამხოლოდ ფრანგი, არამედ ადამიანი, რომელიც საფრანგეთისთვის მოღვაწეობს.
✅️იყო მშვიდობის დიდება.
⬇️♻️ 206 ეროვნული კომიტეტი მონაწილეობდა. არ იყო მხოლოდ #რუსეთი და #ბელორუსი. დიახ. დღეს ოლიმპიადაში, ხვალ მსოფლიო პოლიტიკაში ვერ იქნებიან. და ეს არის მსოფლიო ღირებულება,” –  წერს სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი და ჟან მონეს პროფესორი ეკა ქარდავა.