ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.
ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება საბჭოს ღირებულებების, სტანდარტებისა და ინსტრუმენტების ევროპის კონტინენტის მიღმა გავრცელებაში.
ევროპის საბჭოს გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება აერთიანებს რამდენიმე ევროპულ და აფრიკულ ქვეყანას, რაც ხელს უწყობს აზრებისა და იდეების გაცვლას, სხვადასხვა საკითხებზე ერთობლივი ზომების მიღებას და პოლიტიკურ დიალოგს.
Previous: სანაცვლოდ გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია – მამუკა მდინარაძე

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე