ეკა სეფაშვილი: საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია და მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტყუილზე დაფუძნებული ამ აჟიოტაჟის მიზანი მოსახლეობის გაღიზიანება იყო.
„მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი ეს აჟიოტაჟი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა და ვითომდა, ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები. ეს აჟიოტაჟი თავიდან ბოლომდე აგებული იყო ტყუილზე, რომელიც ძალიან მალე გამოაშკარავდა. რა თქმა უნდა, საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია და მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე