ეკა სეფაშვილი: საინტერესო მოსაზრებებია და აუცილებელი არ არის რომ დავეთანხმო

“დიახ, რა თქმა უნდა [გავეცანი]. საინტერესო მოსაზრებებია და აუცილებელი არ არის რომ დავეთანხმო,” – თქვა ეკა სეფაშვილმა ზაზა შათირიშვილის წერილზე.
ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ კონსპიროლოგიურ წერილს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს პრეზიდენტი “ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე მშვიდობის მტრედი”.
შათირიშვილის მტკიცებითვე, “დიფ სტეიტის მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა”. ის მიმართავს ქართულ ოცნებას, “დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ის ზოგიერთებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის