ეკა სეფაშვილი: როდესაც ბატონი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, სრულებით ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებს ამ გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდირებას

ეკა სეფაშვილი: როდესაც ბატონი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, სრულებით ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებს ამ გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდირებას
ურთიერთპატივისცემა უნდა დაბრუნდეს საზოგადოებაში და ამ პოლარიზაციას აუცილებლად მოეღება ბოლო, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ის რაც ახლა ხდება იმართება უცხოური დავალებებით და დაფინანსებით. ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ რაც ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, ის ამ პოლარიზაციის დასრულებას შეძლებს.
„როდესაც ბატონი მიხეილ ყაველაშვილი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, სრულებით ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებს ამ გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდირებას იმიტომ, რომ იგი ეყრდნობა ჭეშმარიტად ქართულ გენეტიკურ კოდზე აგებულ ღირებულებებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ის ვერ შეძლებს ჯანსაღი და არგუმენტირებული დებატების გამართვას.
„პარლამენტს რაც შეეხება, მე არ მოველი, რომ პარტიები, რომლებიც შემოვლენ ოპოზიციური სპექტრიდან, რაიმე ღირებულ დებატებს შემოგვთავაზებენ. იმიტომ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას, ისინი არიან აგენტურული ქსელის სხვადასხვა წარმომადგენლები. ჩვენ, „ხალხის ძალამ“ გადავდგით ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დავტოვეთ უმრავლესობა და სწორედ ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის როლი. იმიტომ, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიციის დიქტატურა უნდა დასრულდეს. დრო არის რომ ქვეყანას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს გაუწევს ოპონირებას იმ საკითხებზე, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს