ეკა სეფაშვილი: იმდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოცნებამ“, რომ ეუთო/ოდირიც კი იძულებული გახდა ეს თავის დასკვნაში ეღიარებინა

„ეუთო/ოდირი, რომელიც არჩევნებს აფასებს სხვადასხვა ქვეყანაში და ამ მხრივ აღიარებულია ერთადერთ ინსტიტუციად მსოფლიოში, ყველას – ქვეყნის შიდა აქტორებს თუ საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ საქართველოში შედგა“, – ამის შესახებ მედიასთან დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოცნებამ“, რომ ეუთო/ოდირიც კი იძულებული გახდა ეს თავის დასკვნაში ეღიარებინა.
„კი, ეუთო/ოდირის ანგარიშში საუბარია გარკვეულ დარღვევებზეც, რომელზეც ეს ორგანიზაცია განსაკუთრებული სიმძაფრით ცდილობს აქცენტების დასმას, რასაც შემდეგ ხელზე იხვევენ [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები], თუმცა, პროფესიონალიზმი ეუთო/ოდირს საშუალებას მაინც არ აძლევს, რომ ამ [ზედმეტი სიმძაფრით აქცენტების დასმის] ხაზს ბოლომდე გაჰყვეს და საბოლოო ჯამში ასკვნის, რომ მიუხედავად ასეთი გადაცდომებისა, მათი რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ ს შედეგებზე გავლენა არ ჰქონდა.
საერთოდ, როცა არჩევნებში ორ მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას და სამი ათას საარჩევნო უბანზე მეტია გახსნილი, იქ პატარა-პატარა გადაცდომები, რა თქმა უნდა, შეიძლება დაფიქსირდეს – ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. თუმცა, თვითონ ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირი მსგავსი [ხელჩასაჭიდი] თემის რადიკალებისთვის მიცემას ცდილობს, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად ისიც მათ თამაშს თამაშობს. მაგრამ, იმდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოცნებამ“, იმდენად მკაფიოდ გამოხატა ხალხმა თავისი ნება, რომ ეუთო/ოდირიც კი გახდა იძულებული ეს თავის დასკვნაში ეღიარებინა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, რაც ისჯება კანონით – ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს, მას იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან, როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა