ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად , ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული. დეპუტატმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ემსახურება ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას.
სეფაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება ასრულებს გარკვეული გლობალური ძალების დავალებას, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა საკუთარი მარიონეტებით: „რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“ – განაცხადა დეპუტატმა. ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამის ფონზე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განახლებულია ინფორმაცია სირიისა და რუსეთის შესახებ.
„ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ანახლებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ და ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებულია , ვფიქრობ, არის გარკვეულად პასუხი იმ გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად, რომლისთვისაც საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სალომე ზურაბიშვილია გამოყენებული. მგონია, რომ ეს ჩანაწერი ემსახურება, გარკვეული ლეგიტიმაციის მიცემას ზურაბიშვილისთვის – ვინც გადაამოწმებს მათ ვებ-გვერდს, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ჩათვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. მითუმეტეს, სირიისა და რუსეთის შესახებ მონაცემები ვებ-გვერდზე განახლებულია. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“ -განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას