ეკა სეფაშვილი -ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში

ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და -ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კითხვები, რომელიც შეხვედრებისას დაისვა მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აინტერესებს რეალური ინფორმაცია.

„ვიზიტი, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში გამოირჩევა იმით, რომ ყველა შეხვედრა წარიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. იყო შეხვედრები, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში – თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე, კონგრესის, სენატის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და აშკარად იგრძნობა ინტერესი, რაც გამოსჭვივის მათ კითხვებში. მათ აინტერესებთ ისეთი საკითხები, რომლებზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია. ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კითხვებს გვისვამენ, რადგან აინტერესებთ რეალური ინფორმაცია.

ვფიქრობ, ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება ღირებულებით ერთობას და რა თქმა უნდა პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს, რომელიც უნდა აისახოს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ