ეკა სეფაშვილი: აი, ამ კადრებს გაუშვებთ და აკრედიტაციას შეგიჩერებთ…

„ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ეკა სეფაშვილს „ფორმულას“ ჟურნალისტმა პარლამენტში შეკითხვა დაუსვა, უხერხული იყო თუ არა მისთვის რუსული კანონის მიღება, როცა იმ დროს გარეთ შეკრებილი ხალხი კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს უწოდებდნენ „რუსს“ და „მონას“.
ამის საპასუხოდ, დეპუტატმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ და ინტერვიუს ეთერში გაშვების შემთხვევაში, აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა.
„აი, ამ კადრებს გაუშვებთ და აკრედიტაციას შეგიჩერებთ…
…ეს ხალხი ან შეცდომაშია შეყვანილი, ან „შავი ფულისთვის“ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია“, – თქვა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ