ეკა კუპატაძე:
ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ!!!
შეიძლება ადამიანი იყოს უსინდისო!
შეიძლება ადამიანი იყოს მატყუარა!
თურმე, შეიძლება ადამინი იყოს სამივე ერთად, ბოროტიც, უსინდისოც და მატყუარაც!!!
მაგრამ არ შეიძლება ასეთი ადამიანის მუშაობა სკოლაში!!!!!!!
აი, რატომ გაიზარდა სკოლა ,,ინტელექტი”-ში მკვლელები.
დღეს, შეკრიბეს სკოლა ,,ინტელექტი”-ის მასწავლებლები და ,,აუხსნეს” შემდეგი:
,,ადრე დაგვირეკა ეკა კუპატაძემ და გვთხოვა, რომ ჩვენს სკოლაში მის ძმას, ირაკლი კუპატაძეს, დაეწყო მუშაობა, რაზეც სკოლიდან მიიღო უარი. ამაზე გაბოროტდა ეკა კუპატაძე და მის შემდეგ გვებრძვის!”
1) მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სკოლების ძალიან დიდ ნაწილს ვიცნობ, წარმოდგენა არ მქონდა სკოლა ,,ინტელექტი”-ის არსებობაზე!
2) თურმე ამ სკოლის დირექტორი, ეკატერინე მერკვილაძე, ყოფილა ჩემი თანამშრომელი, რამდენიმე თვით, სკოლა ,,თამარიონი”-ში.
მე არ მახსოვს ეს პიროვნება; არც ის ვიცი, როდის მოვიდა და როდის წავიდა ჩვენი სკოლიდან, მაგრამ როგორც ჩემმა თამარიონელებმა დამიდასტურეს, მართლა მუშაობდა თურმე რამდენიმე თვით და იქ გაიცნო ჩემი ძმაც, ირაკლი!
3) თურმე, წარსულში, ირაკლის თავად დაუკავშირდა ,,ქალბატონი” ეკატერინე მერკვილაძე და სთხოვა მათთან ემუშავა ირაკლის!
4) სკოლის დირექტორის, ეკატერინე მერკვილაძის, ჩვენება უდავოდ ცნო ბრალდებულის მხარემ და მოწმის სახით არ დაკითხეს პროცესზე. მაგრამ, ახლა ხვდებიან, რომ ნია იმნაძეს აუცილებლად დავიჭერთ და იქ ბევრი რამის აღიარება მოუწევთ, ამიტომ ,,დაიჭირეს თადარიგი!”
მასწავლებლებში ნდობის გაჩენისთვის და გამყარებისთვის, დღეს, შეკრებაზე უთქვამთ, ვუჩივლებთ ეკა კუპატაძესო!
1) მე მომიკლეს უდანაშაულო შვილი, ამას არავის ვაპატიებ!!!!
2) იმნაძეებს და მალანიებს, საკუთარი ღმერთიც რომ ჰყავდეთ, მაინც ვერ გადარჩებიან და თქვენ ნუ გექნებათ მათი იმედი!
3) ყველას პასუხს ვაგებინებ, ვისაც კი იოტის ოდენა შემხებლობა აქვს გიგას სიკვდილთან!!!!!
(ირაკლი არის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.)






