ჩემმა შვილმა მკვლელობის დღეს საჭმლის ჭამისთვის ვერ მოიცალა და თავის ტრავმის გამო ღებინებისას, კუჭის წვენი ამოიღო….
სიღარიბეში გაზრდილმა, კვერცხებიან ცელოფანს ხელი არ გაუშვა სასიკვდილო დარტყმისას…. ძლივს გამოართვეს ექიმებმა გაშეშებული ხელიდან!
თქვენ კი მისი სიკვდილით ვაჭრობა დაიწყეთ!!!
გიგას სიცოცხლე ჩემია, არ ვყიდი!!!!!!!!
კიდევ კარგი, რომ თავი არ მოვიკალი, როცა გიგა მომიკვდა!…
გაბაშვილის ყოფილი ადვოკატი, გირშელ ძებნიაური და სკოლა ,,ინტელექტის” დირექტორი, ეკატერინე მერკვილაძე, შეხვედრას ითხოვენ, ერთი ,,კაცურად”, მეორე — ,,ქალურად”.
ახლა?!?!?!
ახლა აფართხალდით, როცა მიხვდით ვისთან გაქვთ საქმე?!?!?!
მაშინ სად იყავით, ჩემი შვილის მკვლელობას რომ ფუთავდით?!?!?!
იქნებ მერიკო გაბაშვილმაც მთხოვოს შეხვედრა, 13 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სპეციალურად რომ იყო საქართველოში ჩამოსული და გარიგებებს აწარმოებდა რაიონის მთავარ პროკურორ, ლუკა გამყრელიძესთან და პოლიციის უფროს, იაგო ტალახაძესთან!!!
გიგას სიცოცხლეს ვფიცავ, არავის დაგინდობთ, თქვენს წილ სიბოროტეს უმკაცრესად გაზღვევინებთ ყველას!!!!
რაც შეეხება საქმის მსვლელობას, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, სხვა სიახლეები ჯერ არ გვაქვს. მეც სული კბილით მიჭირავს და მოუთმენლად ველოდები, რა ინფორმაციები აღდგება ნია იმნაძის და გიორგი მალანიას პროფესიონალურად გაწმენდილი ტელეფონებიდან!
საქართველოვ, მეიმედები ბრძოლაში!




