ეკა გიგაური – „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა – „ქართული ოცნების“ ადგილზე, ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი დაფიქრდებოდა, როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა

ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება, თანაც ორპარტიულის – „ქართული ოცნების“ ადგილზე, ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი დაფიქრდებოდა, როგორ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, თუ არ სურთ, რომ მათი მომხრეები და წევრები არ მოხვდნენ სანქციების ქვეშ.
„ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება, თანაც ორპარტიულის. ჩვენ ვიცით, რომ ორივე პარტია – „რესპუბლიკელებისაც“ და „დემოკრატებისაც“ მხარს უჭერს „MEGOBARI აქტის“ მიღებას. თუკი ჩვენ მთლიანად ამ დისკუსიას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ერთმანეთისგან გამოყოფილია ქართველი ხალხის საქართველო და „ქართული ოცნება“, რადგანაც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესი აბსოლუტურად სხვაა და „ქართული ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა. ყველამ ვიცით, რომ მათ საქართველო მიჰყავთ ს მიმართულებით და საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ადგილზე, ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი დაფიქრდებოდა, როგორ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მათ იციან, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი – რეპრესიების გაჩერება, იმ 47 პატიმრის გათავისუფლება, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არიან ციხეში, ამასთან, არადემოკრატიული კანონების გაჩერება და ასევე, ახალი ს დანიშვნა, რომლის მიმართაც მოსახლეობას დიდი ნდობა ექნება. ამიტომ, ეს არის, რაც მათ უნდა გააკეთონ. იმ შემთხვევაში, თუკი მათ უნდათ, რომ მათი მომხრეები, წევრები არ მოხვდნენ სანქციების ქვეშ, რაც გათვალისწინებულია „MEGOBARI აქტით“, კარგად იციან, რა შეიძლება მათ გააკეთონ“, – განაცხადა გიგაურმა.
ამასთან, გიგაური გამოეხმაურა გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც აქტივისტ ნუცა მახარაძეს თავს დაესხნენ. გიგაურის თქმით, „ორგანიზებული ჯგუფები თავისი შეხედულებებით არ მოქმედებენ“.
„ეს ქვეყანა და ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია ს მიერ. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცები, ორგანიზებული ჯგუფები თავისი შეხედულებით მოქმედებენ, ეს ასე არ არის. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ყველა ის გაშავების კამპანია, დისკრედიტაციის კამპანია, ეს მეთოდები ადრე რუსეთის პუტინის მთავრობის მიერ უკვე გამოყენებულია და დღეს, საქართველოს ტერიტორიაზევე გამოიყენება. არაფერს ახალს ისინი არ იგონებენ, უბრალოდ რუსულ მეთოდებს იყენებენ სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან