ეკა გიგაური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ისინი იქ არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ივანიშვილს – არ ვსაუბრობ ყველაზე, რამდენიმე მოსამართლეა, რომელიც იბრძვის შიგნიდან, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არაა

ისინი იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის ს არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სგან იღებენ ინსტრუქციებს, დავალებებს, რომელსაც ასრულებენ.
„რა თქმა უნდა, ისინი იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ბიძინა ივანიშვილს. არ ვსაუბრობ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეზე, ცხადია, რამდენიმე მოსამართლე არის, რომელიც იბრძვის შიგნიდან, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანები მას ემსახურებიან და მის ინსტრუქციებს, დავალებებს ასრულებენ. ეს არის მთავარი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამ უბედურებაზე არის პასუხისმგებელი ერთი ადამიანი და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს”, – განაცხადა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს