ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო

ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გიგაურმა ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, საჭიროა მზაობა, რათა არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართონ.
“ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო. ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში 14 აგვისტოს გამართული შეხვედრისას ახალგაზრდებს მან განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ და შესაბამისად საჭიროა მზაობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინონ ახალგაზრდების ორგანიზება, რათა არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართონ.
გიგაურის განცხადებით, დაფინანსება იქნება და ისინი დაფინანსებებს მიიღებენ უცხო ქვეყნიდან. ეს არის მძიმე სცენარი რაზეც არაერთხელ დამიწერია და მისაუბრია. არასამთავრობო სექტორი საგანგებოდ რევოლუციისთვის გადამზადებული ახალგაზრდებით ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის, გამოსვლებისთვის, არეულობისთვის და 2012 წლიდან დღემდე მათთვის ნანატრი რევოლუციისთვის.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ