ეკა გიგაური – პრეზიდენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, ის ამ ყველაფერში კონკრეტულ როლს შეასრულებს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან პრეზიდენტთან არჩევნებზე დაკვირვების პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ ჩვენს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ არჩევნებს კოალიციურად აკვირდება. მას აინტერესებდა, თუ რა გეგმები გვაქვს, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას.
ასევე აინტერესებდა ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილება და შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხები.
ვსაუბრობდით, თუ რას გვედავებოდნენ უკანონოდ და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება. პრეზიდენტი მზად არის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, რა თქმა უნდა, იგი ამ ყველაფერში კონკრეტულ როლს შეასრულებს. ის ძალიან აქტიურია, თუნდაც ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა